უილიამ ბერნსი - რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 15 ათასი სამხედრო დაკარგა, 45 ათასი კი დაშავდა და ეს ყველაფერი მოხდა უმნიშვნელო წინსვლისთვის

რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 15 ათასი სამხედრო დაკარგა, 45 ათასი კი დაშავდა და ყველაფერი ეს მოხდა დონბასში ძალიან უმნიშვნელო წინსვლისთვის - 10-დან 15 კილომეტრამდე, - ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა.

ბერნსმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინი ყველაფერში შეცდა - იმაში, რომ 190 ათას სამხედროს შეეძლო 47 მილიონი უკრაინელის დაპყრობა, ასევე შეცდა აშშ-ისა და მოკავშირეების ძალის შეფასებაში.

„პუტინის შეხედულება ამერიკელებზე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს ყურადღების დეფიციტის სინდრომი და რომ ყურადღებას რამე სხვაზე გადავიტანთ. ჩემი მყარი მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ პუტინი შეცდა მის ვარაუდებში ალიანსის გახლეჩასთან და და უკრაინელების ნების გატეხასთან დაკავშირებით ომის დაწყებამდე და ვფიქრობ ის ახლაც ცდება“,- განაცხადა ბერნსმა.

მისივე თქმით, უკრაინელებს უნდა ჰქონდეთ წინააღმდეგობის გაწევის გაგრძელების შესაძლებლობა იქამდე, ვიდრე აშშ აგრძელებს მათ მხარდაჭერას იარაღით და საბრძოლო მასალით.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა