იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება" თუ ასე გააგრძელებს, საკუთარ თავსაც „გაშარავენ" და ამ ქვეყანასაც - არ მესმის, რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს საქართველოსნაირ ქვეყანას, რომ აშშ-ს „ბრძოლა გამოუცხადოს"

„ქართული ოცნება" თუ ასე გააგრძელებს, საკუთარ თავსაც „გაშარავენ" და ამ ქვეყანასაც - არ მესმის, რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს საქართველოსნაირ ქვეყანას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ბრძოლა გამოუცხადოს", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი ქმედებებით ქვეყანა შესაძლოა, დიდი მტრის წინაშე მარტო აღმოჩნდეს.

„ჩემი აზრით, „ქართული ოცნება" ძალიან ცუდ მიმართულებაზე დგას, თუ ასე გააგრძელებენ, საკუთარ თავსაც „გაშარავენ" და ამ ქვეყანასაც. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მომავალში მაინც ვეცადოთ, რომ ერთი პარტია, ერთი ადამიანი მთელ ქვეყანას არ მართავდეს. ამით დარჩები მარტო სამყაროში დიდი მტრის წინაშე, რომლისკენაც თითქოს სიტუაციის დალაგებას ესწრაფვი.

რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს საქართველოსნაირ ქვეყანას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ბრძოლა გამოუცხადოს" და თქვას, რომ თითქოს ისინი ომში გვითრევენ, ამის არ მესმის.

ზოგადად, ხელისუფლების ქმედებები ასევე გაუგებარია რუსეთ - უკრაინის ომთან დაკავშირებით და მე უბრალოდ, არ ვიცი, რა მოტივაციით მოძრაობს საქართველოს ხელისუფლება, რატომ უნდათ სანქციების რისკის ქვეშ, პარტნიორების დაკარგვის რისკის ქვეშ ვიყოთ, რატომ ვაყენებთ ეჭვქვეშ ევროპულ მომავალს, ამის მოტივაციაა ვერ ვხედავ. უბრალოდ ვხედავ, რომ რაღაც ლოგიკურად არ არის“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო