თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ გაიხსნა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ ოფიციალურად გაიხსნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და აღნიშნა, რომ კურსი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში” სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მომხსენებლები, რომელთა შორის მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები არიან, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესზე და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ინსტიტუტების როლზე ისაუბრებენ. ხუთი დღის განმავლობაში მსმენელები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას, მიმდინარე რეფორმებს გაეცნობიან. კურსის მონაწილეები გასვლით ღონისძიებებსა და კრიზისული მდგომარეობის ამსახველ სიმულაციურ თამაშშიც მიიღებენ მონაწილეობას.

უწყების ცნობით, „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი” სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და 2012 წლიდან ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში ყოველწლიურად ტარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო