არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლება და ქართველი ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინას მაქსიმალურად აჩვენოს სოლიდარობა და მხარდაჭერა ამ რთულ დღეებში

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი დღეს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინას მაქსიმალურად აჩვენოს სოლიდარობა და მხარდაჭერა.

„დღეს თბილისში ძალიან საინტერესო დისკუსია იმართება, რომელიც საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების, მეგობრობის 30 წლისთავს ეძღვნება.

საქართველო უკრაინის ერთ-ერთ ძლიერ მხარდამჭერად რჩება. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ მძიმე დღეებში.

გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, უკრაინაში მშვიდობიანი დღეები მალე დაბრუნდება და უკრაინა შეძლებს მშვიდობიან განვითარებას, გრძელვადიანი სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევას.

საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი დღეს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინას მაქსიმალურად აჩვენოს სოლიდარობა და მხარდაჭერა ამ რთულ დღეებში. ეს ურთიერთობა და მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება“,-განაცხადა თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს