არჩილ თალაკვაძე საქართველო - უკრაინის პარტნიორობის 30 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე - ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის, რაც გვაერთიანებს და არ ვეძებოთ ის, რაც გვყოფს

ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის, რაც გვაერთიანებს და არ ვეძებოთ ის, რაც გვყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე- სპიკერმა და უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველო - უკრაინის პარტნიორობის 30 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთების საკითხზე და აღნიშნა, რომ პროპაგანდისტული განცხადებები, რომელიც ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს საქართველომ თავი შეიკავა სანქციების მიღებაზე, არ ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

„ვფიქრობ, ის ადამიანები და ის პოლიტიკური პარტიები, ვინც ოპონირებას გვიწევენ და ავრცელებენ პროპაგანდას, რომ საქართველო თავს არიდებს სანქციებს ან საქართველო არ შეუერთდა სანქციებს, არის ტყუილი და ეს პროპაგანდა არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და არ ემსახურება მეგობრობასა და პარტნიორობას, რომელიც უკრაინასთან გვაქვს.

უკრაინას სურს და სჭირდება, რომ საქართველო იყოს დაცული, რომ საქართველო იყოს ეკონომიკურად ძლიერი, რომ საქართველოს ჰქონდეს ძლიერი პოლიტიკური სისტერმა, უნარიანი ხელისუფლებით, იმიტომ, რომ მხოლოდ ამ ფორმით შეძლებს საქართველო უკრაინის მხარდაჭერას უმაღლეს დონეზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან ამასთან ის პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯები გააჟღერა, რომელიც საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა