შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ორი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ნ.ვ.-მ მიმდინარე წლის 19 ივლისს, ფონიჭალის დასახლებაში, დედა და მისი ნაცნობი მამაკაცი დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამასთან, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.ვ. მომხდარიდან მალევე მივიდა თავის მეგობართან - გ.ჯ.-სთან და ჩადენილი დანაშაულის შესახებ უამბო, თუმცა მან აღნიშნული ფაქტი პოლიციას არ შეატყობინა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, რ.მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ლ.გ.-ს შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული მთავარი სამმართველოს და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი დააკავეს.

1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ვ. დაკავებულია გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ვ.-მ მიმდინარე წლის 19 ივლისს, ფონიჭალის დასახლებაში, დედა - 1983 წელს დაბადებული ლ.გ. და მისი ნაცნობი მამაკაცი - 1968 წელს დაბადებული რ. მ. დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, რ.მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ლ.გ.-ს შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.ვ. მომხდარიდან მალევე მივიდა თავის მეგობართან - გ.ჯ.-სთან და ჩადენილი დანაშაულის შესახებ უამბო, თუმცა მან აღნიშნული ფაქტი პოლიციას არ შეატყობინა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ პუნქტით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „ლ“ პუნქტებით, ასევე, სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გენდერის ნიშნით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას, აგრეთვე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო