კელი დეგნანი - საკმაოდ დიდი ხანია არ მქონია შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან - მასზე შანტაჟი არასდროს განმიხორციელებია

არცერთ შეხვედრაზე შანტაჟი არასდროს განმიხორციელებია, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ამასთან, ელჩის თქმით, ის ბიძინა ივანიშვილის „დიდი ხანია“ არ შეხვედრია.

“ეს კითხვა სამშაბათსაც დამისვეს, თუმცა არ მქონდა მაშინ წაკითხული ეს კომენტარი და შესაბამისად, ასეთ შეკითხვაზე მაშინ, ვერ გავცემდი პასუხს. ახლა გავეცანი და გიპასუხებთ.

საკმაოდ დიდი ხანია არ მქონია შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან. ამ ორ წელიწად ნახევრის განმავლობაში, რაც მე საქართველოში ვარ, როცა კი მქონდა მანამდე მასთან შეხვედრები, მას ყოველთვის ვარწმუნებდი აშშ-ს სრულ მხარდაჭერაში ქართველი ხალხის მიმართ და ასევე მზაობაზე, რომ ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავლის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით. არცერთ ასეთ შეხვედრაზე მე მასზე ჟანტაჟი არასდროს განმიხორციელებია, ეს არ შეესაბამება სიმართლეს”, - აღნიშნა ელჩმა.

დეგნანის თქმით, მასსა და ივანიშვილს შორის გამართულ არცერთ შეხვედრას დეპუტატი ყაველაშვილი არ დასწრებია და ის მას პირადად არც კი იცნობს.

“პარლამენტის ამ წევრს, რომელიც ამაზე საუბრობს ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე, პირადად არ ვიცნობ. არ ვიცი, რატომ ამბობს ამას, რადგან ის არცერთ ამ შეხვედრას არ დასწრებია”, - დასძინა დეგნანმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო