პიტერ სტანო - ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ელჩ ჰარცელს - სხვების დადანაშაულება საკუთარ შეუსრულებელ ამბიციებში ადასტურებს აუცილებლობას, გქონდეთ მეტი დრო, რათა გაიგოთ, როგორ მუშაობს ევროკავშირი და რომ რეფორმები საშინაო დავალებაა

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ელჩ ჰარცელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.

როგორც სტანო აღნიშნავს,“რეფორმებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის განხორციელება ქვეყნის შიგნით მოქმედი პოლიტიკოსების ამოცანაა”.

„სხვების დადანაშაულება საკუთარ შეუსრულებელ ამბიციებში მხოლოდ ადასტურებს აუცილებლობას, რომ გქონდეთ მეტი დრო, რათა გაიგოთ, როგორ მუშაობს ევროკავშირი და რომ რეფორმები საშინაო დავალებაა”, - აღნიშნა სტანომ "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო