კახა კალაძე სოსო გოგაშვილის მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევას „დიდ სისულელეს" უწოდებს

„ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებულ დასკვნას „დიდ სისულელეს" უწოდებს.

კალაძის თქმით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით თუკი რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს ეს არის „ისფედის"(„სამართლიანი არჩევნების“) მიერ გაყალბებული პარალელური დათვლები.

„ეს არის ჩვეულებრივი დიდი სისულელე. ძალიან სასაცილოა. არჩევნების გაყალბებაზე თუ უნდა დაიწყოს გამოძიება და თუ რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს - ეს არის "ისფედის" გაყალბებული პარალელური დათვლები. ეს არის რეალობა, ეს არის დამტკიცებული ფაქტები, რომ „ისფედმა" პარალელური დათვლები გააყალბა. ამის შედეგად მისი ხელმძღვანელი გადადგა და მხოლოდ ხელმძღვანელის გადადგომით რატომ შემოიფარგლა და რატომ არ ჩაჰყვნენ ამ საქმეს ბოლომდე, მე უბრალოდ არ მესმის.

ზუსტად „ქართული ოცნება" იყო ის, ვინც ის რეალობა გამოააშკარავა. ეს იყო იმ რევოლუციური გზის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება დაერწმუნებინათ იმაში, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ" არჩევნები გააყალბა. მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებული იყო კახა კალაძის წინააღმდეგ და კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით და თანადგომით ყველას თავიანთი ადგილი მიუჩინა", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, „ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდების შესახებ" მომზადებული კვლევა წარადგინეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა