ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას განმარტეს, რას გულისხმობდნენ იმაში, რომ „კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა“ საქართველო - ევროკავშირს შორის ურთიერთობაში

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს და განმარტეს, თუ რას გულისხმობდნენ იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა საქართველოსა და ევროკავშირს შორის განვითარებულ ურთიერთობაში.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს იმედი, რომ მომავალი ელჩი სხვაგვარად იმოქმედებს.

„ყველა მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა დღევანდელი შეხვედრა. იყო მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა. კითხვები დაისვა ჩვენი მხრიდანაც და მათი მხრიდანაც. ელჩის საკითხსაც შევეხეთ. ჩვენ განვმარტეთ რას ვგულისხმობდით იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა საქართველოსა და ევროკავშირს შორის განვითარებულ ურთიერთობაში. ეს არის ფაქტი და ამაზე შეგვიძლია ჩვენს მეგობრებს დეტალური ინფორმაციაც მივაწოდოთ. საჯაროდ საუბრისგან ჩვენ კვლავაც თავს ვიკავებთ, მაგრამ ევროპარლამენტარებს ჩვენ შეგვიძლია დეტალურად გავუზიაროთ ინფორმაცია, თუ რაში გამოიხატებოდა ეს უარყოფითი როლი, რომელიც ყოფილმა ელჩმა შეასრულა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებში. გამოვთქვით იმედი, რომ მომავალი იმოქმედებს სხვაგვარად“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა