მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე - აცილების საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, სადაც დაფიქსირდება ჩემი პოზიცია

მოსამართლე საზოგადოებას სასამართლო აქტებითა და გადაწყვეტილებებით უნდა ესაუბროს - შესაბამისად, ამ ეტაპზე, მე არ გავაკეთებ კომენტარს ჩემი აცილების შუამდგომლობის თაობაზე , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.

"აცილების საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, სადაც დაფიქსირდება ჩემი პოზიცია ხსენებული შუამდგომლობის საფუძვლიანობის შესახებ", - აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ.

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ ერთ-ერთ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, კვერენჩხილაძემ სოციალურ ქსელში საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია და გამოხატა დამოკიდებულება საქმისადმი, რომელიც მან უნდა განიხილოს და იყოს მომხსენებელი.

საქმე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხება. თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის ინტერესების წარმომადგენლობას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი ახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა