იაგო ხვიჩია - ლევან ბეჟაშვილის განცხადება ადეკვატურია - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას სიტუაციის რადიკალიზაციის საშუალება არ უნდა მისცეს

ლევან ბეჟაშვილის განცხადება ადეკვატურია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას სიტუაციის რადიკალიზაციის საშუალება არ უნდა მისცეს, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიამ შესაძლოა, პარტნიორების პოზიცია გაითვალისწინოს და ხელისუფლების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩაერთოს.

ხვიჩია მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას და სამუშაო პროცესს შეუერთდეს.

„თუ ისინი ამას შეასრულებენ, „ქართულ ოცნებას“ საფუძველი ეცლება, თქვას, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია და ა.შ. შეიძლება დარჩეს „ლელო“ და ვაშაძე, რომელიც დესტრუქციულია, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ შეცვლის. 12-პუნქტიან გეგმაზე პარტნიორებმა გვითხრეს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ეს ერთად უნდა გააკეთოს. შესაბამისად, 12-პუნქტიან გეგმაზე ოპოზიციის მარტო მუშაობას, ჩემი აზრით, შინაარსი არ გააჩნია,“ - განაცხადა ხვიჩიამ და დასძინა, რომ ის ესწრება დღევანდელ შეხვედრას პარლამენტში, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი არასამთავრობო სექტორთან მართავს და იქ სწორედ ამის სათქმელად მიდის.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, შესაძლოა, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ხელისუფლების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩაერთოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა