ნათია მეზვრიშვილი - წასულ ელჩს კარებში წიხლს აყოლებენ, აშშ-ს საელჩოს თავს ესხმიან - იმით, რასაც „ოცნება“ აკეთებს, ვდგებით რისკის წინაშე, დავკარგოთ სტრატეგიული პარტნიორები

იმით, რასაც დღეს „ოცნება“ აკეთებს, ვდგებით სერიოზული რისკის წინაშე, რომ დავკარგოთ სტრატეგიული პარტნიორები, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ის გამოეხმაურა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან სტრატეგიული პარტნიორების ელჩების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ასეთი ქმედებებით და განცხადებებით მმართველი პარტიის წარმომადგენლები საქართველოს მიზანმიმართულად აშორებენ დასავლეთს და აახლოებენ რუსეთს.

„როდესაც პასუხისმგებლობებზე ვსაუბრობთ, ყველა იმ ადამიანზე არის პასუხისმგებლობა, ვინც ახლა ხელისუფლებაშია და კურსის აშკარა ცვლილება მათთვის არ გახდა წითელი ხაზი, დააფიქსირონ მკაფიო პოზიცია, ამ დროს კი, სადღაც ჩირგვებში არიან დამალულები და ილუზიებში არიან, თითქოს ქვეყანა ისევ დასავლური განვითარების გზით მიდის. ამიტომ, ხვალ ეს ადამიანები რომ გამოვლენ და იტყვიან, იცით რა, დასავლეთის მიმართულებით სვლა მინდოდა, მაგრამ კობახიძემ არ მომცა საშუალება და „ოცნება“ ივანიშვილის მითითებებით მოქმედებდა, ხვალ ამის თქმა იქნება გვიანი, იმიტომ, რომ ქვეყნის ისტორიაში ასეთი გარდამტეხი მომენტი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შეიძლება არ დადგეს. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვიზიარებ პრეზიდენტის მოსაზრებას იმ ნაწილში, როდესაც პასუხისმგებლობაზეა საუბარი. ეს ხალხი დღესაც არ აკეთებს არაფერს იმისთვის, რომ ჩვენ 12 პუნქტი რეალურად შევასრულოთ. დიახ, ისინი ახლა უნდა ისხდნენ ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ანუ წასულ ელჩს კარებში წიხლს კი არ უნდა აყოლებდნენ, რითაც ყველანაირი ზღვარია გადაკვეთილი, თავი რომ დავანებოთ დიპლომატიურ ურთიერთობას, ქართულიც აღარაფერი დარჩა. ელემენტარულად, სტუმარ-მასპინძლობის შესახებ რაღაც ხომ სმენია კობახიძეს, ყველანაირი ზღვარი გადაკვეთეს. ბუნებრივია, როდესაც ასეთ პოლიტიკურ პოზიციონირებას ვუყურებთ და შემდეგ იქ კითხვა ისმის, რატომ მოხდა ის, რომ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭეს, ამაზე პასუხი არის ერთადერთი - უნდა გაიხედონ უკან და გადახედონ მათ ქმედებებს, როგორ ესხმოდნენ თავს ევროპარლამენტარებს, როგორ გაუხსნეს ღია ცეცხლი ევროკავშირის ელჩს, როგორ დაესხნენ თავს აშშ-ს საელჩოს. რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, ღია რუსული პროპაგანდაა მათი ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატების მეშვეობით“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო