ბადრი ჯაფარიძე - სამუშაო ჯგუფები, რომლის თაობაზეც ვსაუბრობთ, გამიზნული იქნება შედეგზე და არა პროცესის სიმულაციაზე - ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს

სამუშაო ჯგუფები, რომლის თაობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, გამიზნული იქნება შედეგზე და არა პროცესის სიმულაციაზე - ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ, პარტია “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა.

როგორც ჯაფარიძემ განმარტა, შედგა შეთანხმება, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით დაიწყება დაუყოვნებლივ მუშაობა, საკონსულტაციო-სამუშაო ჯგუფების შექმნის გზით.

ჯაფარიძის ინფორმაციით, სექტემბრისთვის 12-ვე პუნქტზე ისეთი კანონპროექტები მომზადდება, რომელიც ევროკომისიის მოლოდინებსა და სტანდარტებს უპასუხებს.

“ჩვენი ამოცანაა, არც ერთი დღე არ დავკარგოთ და ისეთ გადაწყვეტილებებზე ვიმუშაოთ, რაც ევროკავშირის სტანდარტებს უპასუხებს. საჭიროა ევროკომისიის რეკომენდაციების არა ფორმალური შესრულება, რაზეც შემდგომში ევროკომისია იტყვის, რომ არ შესრულდა, არამედ ისეთი საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება, რომელიც ევროკომისიის მოლოდინებსა და სტანდარტებს პირდაპირ უპასუხებს.

“ქართული ოცნების“ პირობებში შედეგს ვერ მივიღებთ, რადგან ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება მათი ამოცანა არ არის. ჩვენთვის აუცილებელია საზოგადოებასა და დასავლურ სამყაროს ვაჩვენოთ, რომ აი, “ქართული ოცნების“ გზა, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებაზეა ორიენტირებული და აი, პროდასავლური ოპოზიციის გზა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი კანონების მომზადებაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისა და შესაბამისი კანონის პროექტების მომზადების მიზნით, ოპოზიცია ცალკე პროცესს იწყებს და ალტერნატიული სამუშაო ფორმატების შექმნას გეგმავს.

აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება - პირველადი ჯარიმა 50 ლარი დარჩება, ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის კი თანხა გაიზრდება
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო