გია ვოლსკი - გოგაშვილის მასალები არ არის ოფიციალური დოკუმენტები - ოფიციალური დოკუმენტი ღაღადებს იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ

გოგაშვილის მასალები არ არის ოფიციალური დოკუმენტები - საბოლოო დასკვნა და საბოლოო ოფიციალური დოკუმენტი ღაღადებს იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ და იყო საერთაშორისო სტანდარტთან მიახლოებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვოლსკისთვის გაუგებარია, რა გამოძიება უნდა დაიწყოს სოსო გოგაშვილის მასალებთან დაკავშირებით.

"რა ოფიციალურ დოკუმენტაციაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი და რა ოფიციალური დოკუმენტი შეიძლება შეიქმნას იმასთან დაკავშირებით, რომ სოსო გოგაშვილს და მის სამსახურს არ მოსწონს 86 თუ 96 სკოლის დირექტორი. ეს არის თავდაცვის გარკვეული ფორმა. არ არის ეს ოფიციალური დოკუმენტები. ოფიციალური დოკუმენტი შედგა არაერთი. მათ შორის, მთავარი ოფიციალური დოკუმენტი იყოს ის, რომ შერჩევით საარჩევნო უბნების 10 პროცენტზე მეტი გადამოწმდა და არსად დარღვევა არ აღმოჩენილა. რა დარღვევებიც იყო, ყველა საერთაშორისო დოკუმენტში აღნიშნულია, მათ შორის, არის ზეწოლის, მიკერძოების ფაქტები, არის გარკვეული ფაქტები, რომელიც დღემდე სადავოა, მაგრამ ფაქტია, რომ საბოლოო დასკვნა და საბოლოო ოფიციალური დოკუმენტი ღაღადებს იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ და იყო საერთაშორისო სტანდარტთან მიახლოებული", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლებმა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ დოკუმენტებზე დაყრდნობით „ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდების შესახებ" კვლევა მოამზადეს.

არასამთავრობოების ინფორმაციით, კვლევის საფუძველზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა გამოიკვეთა, რომლითაც მაღალი ალბათობით, სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება დასტურდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ უწყებების მეშვეობით სავარაუდოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით, პერსონალური ინფორმაცია გროვდებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო