გია ვოლსკი - ინფორმაცია, რომელიც ევროკავშირში მიდიოდა, არ წარმოადგენს რეალობის აღწერას - ათასი არგუმენტი არსებობს, რითაც შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო არის მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანა, რასაც არ იზიარებს კარლ ჰარცელი

ინფორმაცია, რომელიც ევროსტრუქტურიდან ევროკავშირში მიდიოდა, არ წარმოადგენს იმ რეალობის აღწერას, რომელიც საქართველოში ვითარდება, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს კარლ ჰარცელის საქმიანობას.

მისი თქმით, ქვეყანაზე ჰარცელის შეფასებების საპირისპირო მოსაზრებები გააჩნიათ.

"ათასი არგუმენტი არსებობს იმისა, რითიც შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო არის მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანა, რასაც არ იზიარებს კარლ ჰარცელი და არაერთხელ გააკეთა ამაზე მინიშნება თავის განცხადებაში. ამ მხრივ, ჩვენც გვექნება რასაკვირველია, ჩვენი საპირისპირო მოსაზრება", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი ნედ პრაისის განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სწორედ "ქართული ოცნების" დამსახურებაა, რომ მოსახლეობის 85 პროცენტი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და პრაისის განცხადება სამწუხაროა.

„ რომ არა "ქართული ოცნება", არც მოსახლეობის 85 პროცენტი ეყოლებოდა მხარდამჭერი ევროინტეგრაციას, ვინაიდან, ხელისუფლება გადმოვიბარეთ იმ ხელისუფლებისგან, რომელიც რეალურად კლავდა, ართმევდა ღირსებას და ქონებას. არც ერთი ჩვენგანი არ დაუშვებს კურსიდან გადახვევას და სამწუხაროა, რომ ბატონმა პრაისმა ასეთი განცხადება გააკეთა.

რაც შეეხება მოსამართლის თემას, რაზეც ასევე იყო საუბარი, არც ერთი ქვეყანა, არც საქართველო და არც ევროპის ნებისმიერი ქვეყანა, უყურადღებოდ არ დატოვებდა, რომ რომელიმე ქვეყნის ელჩი ან საელჩო უფრო სწორად, მიუთითებდეს მოსამართლეს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე ან არმიღებაზე. საკითხი ჯერ ისევ ღიაა და შესაბამისი განცხადებები, ვფიქრობ, გაკეთდება", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო