კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ სოსო გიორგაძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ სოსო გიორგაძემ თანამდებობა დატოვა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დაუდასტურეს.

სოსო გიორგაძე მინისტრის მოადგილედ 2021 წლის 24 მარტს დაინიშნა.

ამავდროულად,საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ახალი მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი წარადგინა.

ირაკლი გივიაშვილი კარიერის დიპლომატია. 2017-2022 წლებში, იგი გახლდათ ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. მისი უფლებამოსილების ვადა ელჩის პოზიციაზე მიმდინარე წლის ივლისში ამოიწურა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს