შალვა პაპუაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს, შეიხულისლამ ალაჰშუქიურ ფაშაზადეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრისას შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს ძალისხმევაზე, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის ინტეგრაციას საზოგადოებაში.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვეს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს რეგიონში დიალოგის ხელშეწყობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს