ლევან გოგიჩაიშვილი - კითხვის ნიშანი არ მრჩება, რომ რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, შედის მხოლოდ რუსეთის ინტერესში - ეს ასე არ ჩაივლის, ვერავინ „გაატარებს“

ღარიბაშვილი პროევროპული ლიდერი არასდროს არ ყოფილა, არის თავისი ტვინით და მენტალიტეტით რუსეთის მომხრე, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, პოლიტიკოსმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვაში ძველი რუსი ბიზნესმენები არიან.

„ღარიბაშვილი პრორუსული პოლიტიკოსია, ის ყოველთვის ასე აღიქმებოდა. ღარიბაშვილის გარემოცვაა კახა თარგამაძე, ვიღაც ბიზნესმენები, ძველი, რუსი, ჩაქცეული, მელეხი, რუსეთში გამდიდრებული „ცეხავიკები“, ეს არის მისი გარემოცვა, სულ ამ გარემოცვაშია. იმ წრის მეგობარია, რომელიც რუსულ რბილ ძალას წარმოადგენს, ძალიან მდიდარ ხალხზეა ლაპარაკი. ღარიბაშვილი ყოველთვის ასე იყო, პროევროპული ლიდერი არასდროს არ ყოფილა, ღარიბაშვილი არის თავისი ტვინით და მენტალიტეტით რუსეთის მომხრე“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, დღეს, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის და ამას ისტორია პასუხს აუცილებლად გასცემს.

“„ქართულ ოცნებაში“ შეიძლება დარჩნენ პროდასავლური პოლიტიკოსები, მაგრამ ისინი ამ პროცესებზე გავლენას ვერ ახდენენ. მე კითხვის ნიშანი არ მრჩება, რომ დღეს რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს ეს არ შედის საქართველოს ინტერესში და შედის მხოლოდ რუსეთის ინტერესში, რუსული დიდი პოლიტიკის ინტერესში. ბიძინა ივანიშვილმა რატომ აირჩია ეს გზა ისტორია ალბათ, ამას პასუხს გასცემს ადრე თუ გვიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათი პოზიციონირება არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო და ამის გამო ეს ადამიანები პასუხს აგებენ, შეიძლება ძალიან მძიმედაც აგონ პასუხი, უბრალოდ დღეს ვერ ვხედავთ რა შეიძლება სიმძიმე იყოს პასუხისგების, მაგრამ ეს ასე არ ჩაივლის, ამას ვერავინ ვერ გაატარებს“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს