სვეტლანა ტიხანოვსკაია - ლუკაშენკოს შეუძლია გააკეთოს ის, რასაც კრემლი ეუბნება, მაგრამ ბელარუსი ჯარისკაცები სამშობლოს არ უღალატებენ და უკრაინის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთვებიან

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია უარყოფს ინფორმაციას ბელარუსში სავარაუდო ფარული მობილიზაციის მცდელობის შესახებ და აცხადებს, რომ ეს ალექსანდრე ლუკაშენკოს მხრიდან ყურადღების მიქცევის მცდელობაა.

„ლუკაშენკო ცდილობს დაემუქროს უკრაინას, დაემუქროს ჩვენს სხვა მეზობლებს. მისთვის მნიშვნელოვანია, ყურადღების ცენტრში იყოს“, - აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.

ოპოზიციის ლიდერის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ბელარუსი ჯარისკაცები უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაებმებიან.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ საქმე გვაქვს არაპროგნოზირებად დიქტატორებთან და ლუკაშენკოს შეუძლია გააკეთოს ის, რასაც კრემლი ეუბნება. მაგრამ მჯერა, ბელარუსი ხალხის, მჯერა ბელარუსი ჯარისკაცების, რომ ისინი არ უღალატებენ ჩვენს სამშობლოს“, - აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს სურს, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა უფრო აქტიური როლი შეასრულონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა