სერგო ჩიხლაძე ევროკომისიის რეკომენდაციებზე - სრულყოფილი პაკეტები იქნება სექტემბრისთვის და მერე უკვე საზოგადოება განსჯის, რომელი პაკეტი სჯობს - ხელისუფლების შეთავაზებული თუ ოპოზიციის

დაგეგმილი გვაქვს ევროკომისიის და ევროპარლამენტარების ჯგუფთან კონსულტაციები - სრულყოფილი პაკეტები იქნება სექტემბრისთვის და მერე უკვე საზოგადოება განსჯის, რომელიც პაკეტი სჯობს - ხელისუფლების შეთავაზებული თუ ოპოზიციის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს, ყველაფერი საზოგადოების აქტიურობაზეა დამოკიდებული.

„დაგეგმილი გვაქვს ევროკომისიის და ევროპარლამენტარების ჯგუფთან კონსულტაციები, რამდენად შეესაბამება ჩვენს მიერ წარდგენილი ესა თუ ის პაკეტი მათ მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს. ასე რომ სრულყოფილი პაკეტები იქნება სექტემბრისთვის და მერე უკვე საზოგადოება განსჯის, რომელიც პაკეტი სჯობს - ხელისუფლების შეთავაზებული თუ ოპოზიციის. "ქართული ოცნება" ბევრ რამეს არ აპირებდა, შემდეგ ბევრი რამე დათმო და გააკეთა. ამიტომ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენს აქტიურობაზე, საზოგადოების აქტიურობაზე“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს