ნიკა სიმონიშვილი - ევროკავშირი ჩვენ ერთად მუშაობას გვთხოვს და აქ ვინმეს ენდობი თუ არა, ამაზე არაა საუბარი - ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც უნდა ისაუბროს ერთად, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით

საბოლოო ჯამში, ეს პროცესები უნდა გადაიკვეთოს ერთ წერტილში, ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც უნდა ისაუბროს ერთად, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით - ეს არის ის ინკლუზიური პროცესი, რომელსაც გვთხოვს ევროკავშირი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საია-ს ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა პარლამენტში, ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, ხელისუფლების მიმართ ნდობა დაბალია, რომ რეკომენდაციებს შეასრულებს, თუმცა, ამ პროცესში ხელისუფლება ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა მარტო არ უნდა დატოვოს.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირი ჩვენ ერთად მუშაობას გვთხოვს და აქ ვინმეს ენდობი თუ არა, ამაზე არაა საუბარი, წლის ბოლომდე გეგმა გვაქვს შესასრულებელი. ამიტომ მნიშვნელოვანია ერთად მუშაობა, მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ პროცესში ვიყოთ და ხელისუფლებას მუდმივად შევახსენოთ, რა აქვს გასაკეთებელი და ამ პროცესში მარტო არ დავტოვოთ.

წინა შეხვედრაზეც დავაფიქსირე ჩემი კრიტიკა პარალელურ პროცესებზე. შეიძლება ოპოზიციას სურს ცალკე მოგვისმინოს ჩვენ და ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს პროცესები უნდა გადაიკვეთოს ერთ წერტილში. ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც უნდა ისაუბროს ერთად, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით. ეს არის ის ინკლუზიური პროცესი, რომელსაც გვთხოვს ევროკავშირი,"- განაცხადა სიმონიშვილმა.

მისივე თქმით, დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შესასრულებლად ოპოზიციამაც უნდა იმოქმედოს, რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ კანონის მიღება იმ პირობებში, როცა ინსტიტუციები დამოუკიდებელი არ არის, დეოლიგარქიზაციის მიზანს ვერ უზრუნველყოფს.

"დეპოლარიზაცია არის საკითხი, სადაც ყველა პარტიის ჩართულობაა მნიშვნელოვანი, აქ მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ არის. ძირითადი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, იმ გუნდზეა, ვისაც უმრავლესობა აქვს, მაგრამ ყველას მონაწილეობაა საჭირო დეპოლარიზაციის ვალდებულების შესასრულებლად. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ამას ჩვენ ვხედავთ რეფორმების გატარებით. დეოლიგარქიზაციას ვერ ვხედავ ცალკე აღებული ერთი კანონის მიღებით იმ პირობებში, როცა არ გვაქვს დამოუკიდებელი ინსტიტუციები. ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს ინსტიტუციების გაძლიერებაზე და არა ისეთი კანონის მიღებაზე, რაც შეიძლება პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული და ამის დიდი რისკი არსებობს,"- განაცხადა სიმონიშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიცია არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან ერთად დღეიდან ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტთან დაკავშირებით პარალელურ პროცესს იწყებს და შეხვედრებს მართავს. პირველ შეხვედრას საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფი მართავს, რომელსაც არასამთავრობო სექტორიც ესწრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო