გიორგი ვაშაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით უნდა იყოს გაანალიზებული ინფორმაცია, რომ დავით ხიდაშელი VTB BANK Georgia-ს ყიდულობს - სურთ, რუსულ ფულს მისცენ გასასვლელი გარესამყაროში

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით უნდა იყოს გაანალიზებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი VTB BANK Georgia-ს ყიდულობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რაც არ უნდა დავალება მიიღოს ეროვნულმა ბანკმა მთავრობისგან, ახლა ის უნდა შეეცადოს, არ დაუშვას ქართული ფინანსური სისტემის გამოყენება რუსული სანქციების გვერდის ავლისთვის.

„რუსული ფული ყველა „შავია“. მათ სურთ, ამ რუსულ ფულს მისცენ გასასვლელი გარესამყაროში. შესაბამისად, ყველა ასეთი ტიპის ინვესტიცია უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით გაანალიზებული, ეროვნული ბანკი გვყავს ამისთვის. როცა არის საფრთხე, მას შეუძლია, კონკრეტულ შემთხვევაში უარი უთხრას საბანკო გარიგებაზე და წილების ცვლაზე. ამიტომ, ახლა ეს არის ეროვნული ბანკის ამოცანა. რაც არ უნდა დავალება მიიღოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, პრემიერისგან თუ ოლიგარქისგან, მან არ უნდა დაუშვას ქართული ფინანსური სისტემის გამოყენება რუსული სანქციების გვერდის ავლისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, VTB BANK Georgia-ს შეძენით რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ხიდაშელია დაინტერესებული.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს