თამარ გაბუნია - „მაიმუნის ყვავილის“ გადაცემისთვის აუცილებელია მჭიდრო  კონტაქტი - მოგზაურობის შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების გავრცელება უფრო მეტად სავარაუდო იყოს

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების კუთხით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გაბუნია აცხადებს, ქვეყანაში სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

„მაიმუნის ყვავილის“ შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, „მაიმუნის ყვავილი“ ამ ეტაპზე ფასდება, როგორც საერთაშორისო განგაშის საგანი. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა ხვდება პირველი ჯგუფის ქვეყნებს შორის, სადაც ბოლო 21 დღის განმავლობაში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რეკომენდაცია პირველი ჯგუფის ქვეყნებთან მიმართებაში არის კოორდინაციის უზრუნველყოფა, პრევენციის ზომების გაძლიერება და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება რისკების შესახებ. სწრაფი გავრცელება „მაიმუნის ყვავილს“ არ ახასიათებს. „მაიმუნის ყვავილის“ გადაცემისთვის აუცილებელია მჭიდრო კონტაქტი. არის გარკვეული რისკის ჯგუფები - მოგზაურობის შემთხვევაში შესაძლებელია უფრო მეტად სავარაუდო იყოს „მაიმუნის ყვავილის“ არსებობა. მთავარია აქ დროული დიაგნოსტიკა გავაკეთოთ და იმ პირის იზოლაცია, ვისაც საეჭვო ნიშნები აქვს.

ამ ეტაპზე განსაკუთრებული მობილიზაციის საჭიროება ნამდვილად არ არის რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე. ჯერ ერთი, „მაიმუნის ყვავილს“ არ ახასიათებს ისეთი სწრაფი და უკონტროლო გავრცელება, როგორც ეს არის რესპირაციული ვირუსების შემთხვევაში. როგორც იცით, ყვავილის ვაქცინაცია წარსულში ჩვენს ქვეყანაშიც ტარდებოდა და ეს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს იმუნურს ხდის. მესამე არის ის, რომ ეს ვირუსი ახალი არ არის, მისი მიმდინარეობა და მართვის გზები ნაცნობია და აქედან გამომდინარე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ვფიქრობთ, განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არის. მოსახლეობას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რომ პირველივე საეჭვო ნიშნის შემჩნევის შემთხვევაში მივიდეს ექიმთან და ექიმი მას შესაბამის გამოკვლევას და მკურნალობას დაუნიშნავს“, - განაცხადა გაბუნიამ.

დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება