გიორგი სიორიძე - ჩვენ არ დავკარგავთ დროს, რომ სექტემბერში გვქონდეს კონკრეტული წინადადებები, რომელსაც უფლებამოსილი სუბიექტები დააყენებენ სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის, იმ სამუშაო ფორმატში, რომელიც უმრავლესობას აქვს შექმნილი

ჩვენ არ დავკარგავთ დროს, რომ სექტემბერში გვქონდეს კონკრეტული წინადადებები, რომელსაც უფლებამოსილი სუბიექტები დააყენებენ სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის, იმ სამუშაო ფორმატში, რომელიც უმრავლესობას აქვს შექმნილი,- ამის შესახებ ოპოზიციის მიერ "ლელოდან" წარდგენილმა ცესკო- ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ პარლამენტში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მათ წინადადებებზე მსჯელობა იქნება და კანონმდებლობაში აისახება.

„მთელი საქართველოსთვის ახლა ერთადერთი დღის წესრიგი არსებობს, ეს გახლავთ 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელზეც პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს. დრო გვაქვს საკმაოდ ცოტა, მიუხედავად იმისა, რომ განხილვამ 2023 წლამდე გადაიწია, თითოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა, ამიტომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შევხვდით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, შეიქმნა სამუშაო, ძალიან საქმიანი ფორმატი. ჩვენ არ დავკარგავთ დროს, რომ სექტემბერში გვქონდეს კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული მიმართულებები, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტები დააყენებენ ყველა ფორმატში, იქნება ეს სასესიო, საკომიტეტო თუ სხვა ფორმატში, მათ შორის, იმ ფორმატშიც, რაც სამუშაო ფორმატის სახით უმრავლესობას აქვს შემუშავებული,"- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ოპოზიციამ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით, მის მიერ ინიცირებული პროცესი დაიწყო, რაც ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების ამოქმედებაში გამოიხატება. აღნიშნული ჯგუფები ალტერნატიულ საკანონმდებლო პაკეტებს მოამზადებს და ინიცირებისთვის პარლამენტს წარუდგენს. პირველი შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო