ლევან იოსელიანი - პარალელური პროცესი არათუ ეწინააღმდეგება ევროკომისიის 12-პუნქტიანი შეთანხმების იდეას, არამედ ეწინააღმდეგება ევროპელი მეგობრების პირდაპირ მოთხოვნას, რომ სამუშაო პროცესში ყველა ერთად ჩაერთოს

პარალელური პროცესი არათუ ეწინააღმდეგება ევროკომისიის 12- პუნქტიანი შეთანხმების იდეას, არამედ ეწინააღმდეგება ევროპელი მეგობრების პირდაპირ მოთხოვნას, რომ სამუშაო პროცესში ყველა ერთად ჩაერთოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

მისივე შეფასებით, პარალელური პროცესი არის დამაბნეველი და გათვლილი კონკრეტული პარტიების დღის წესრიგზე.

"ეს საბოლოო ჯამში ქვეყნის ინტერესებთან თანხვედრაში ვერ იქნება, რადგან პარტიული ინტერესია. ვფიქრობ, ყველამ უარი უნდა თქვას პარტიულ სეპარატიზმზე და მუშაობა იმ სამუშაო ჯგუფებში უნდა დაიწყოს, რომელიც არც "ქართული ოცნების" არის, არც ოპოზიციის - ეს პარლამენტშია შექმნილი, რომლის შექმნაზეც რეკომენდაცია ევროკომისიამ გასცა.

"სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს" და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ნაბიჯები ნაკლებად მაინტერესებს, ეს პარტიები თავისი ნაბიჯებით აზიანებენ იმ საერთო მიზანს, რასაც 12 რეკომენდაციის შესრულება ჰქვია", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საპარლამენტო ოპოზიციამ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პროცესის პარალელური პროცესი დაიწყო, რაც ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების ამოქმედებაში გამოიხატება.

აღნიშნული ჯგუფები ალტერნატიულ საკანონმდებლო პაკეტებს მოამზადებს და განსახილველად პარლამენტს წარუდგენს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს