ნაზი ჯანეზაშვილი - დღეს სასამართლოში ბევრი პრობლემაა - რეფორმა მიზნად უნდა ისახავდეს არსებული გამოწვევების აღმოფხვრას

დღეს სასამართლოში ბევრი პრობლემაა - რეფორმა მიზნად უნდა ისახავდეს გამოწვევების აღმოფხვრას, რაც სასამართლოშია, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებთან, მართლმსაჯულების საკითხზე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა განხორციელდეს.

„მნიშვნელოვანი პრობლემაა ის მმართველობა, რაც სასამართლოშია, მაგალითისთვის, თანამდებობების გადანაწილება ხდება ძირითადად, ერთი და იმავე მოსამართლეებს შორის. ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია, ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე - ეს იმ გვარების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ძირითადად, ინაწილებენ სხვადასხვა პოზიციებს სასამართლოში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო ერთი კონკრეტული ჯგუფის ხელშია და ის საჭიროებს სერიოზულ რეფორმირებას. 12 - პუნქტიანი გეგმის ნაწილია, რომ უნდა განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა. ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემა კიდევ უფრო მეტად ჩაკეტილობისკენ არის მიდრეკილი. ამას მოწმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა, ბუნდოვანი დღის წესრიგები, სხდომების გადადება და ხშირად საზოგადოებისთვის ცნობილიც კი არ არის, რა საკითხებზე მსჯელობენ სხდომებზე. მთლიანი სტრატეგია და მთელი რეფორმა მიზნად უნდა ისახავდეს ამ გამოწვევების აღმოფხვრას, რაც სასამართლოშია,"- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის ერთობლივად მუშაობა გაცილებით ეფექტიანი იქნება.

„ვფიქრობ, პარალელური პროცესები არ უნდა იყოს და უნდა იყოს პროცესები, რაც ერთმანეთს შეავსებს. სამოქალაქო სექტორი ვალდებულია ითანამშრომლოს ყველა გადაწყვეტილების მიმღებთან, იქნება ეს ოპოზიცია თუ ხელისუფლება. ყველასთან უნდა ვითანამშრომლოთ. ერთობლივად მუშაობა უფრო მეტად იქნება შედეგიანი, არ მინდა საზოგადოებამ იფიქროს, რომ პარალელურ პროცესში ვართ ჩართული, ვინც შემოგვთავაზებს და ვისაც აინტერესებს ჩვენი პოზიცია, ჩვენ ყველას გავუზიარებთ", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ოპოზიციამ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით, მის მიერ ინიცირებული პროცესი დაიწყო, რაც ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების ამოქმედებაში გამოიხატება. აღნიშნული ჯგუფები ალტერნატიულ საკანონმდებლო პაკეტებს მოამზადებს და ინიცირებისთვის პარლამენტს წარუდგენს. პროცესის ფარგლებში სამუშაო შეხვედრას მართლმსაჯულების საკითხზე მართავს. დღესვე პირველი შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით გაიმართა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა