პარლამენტში ოპოზიციის მიერ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით ინიცირებული სამუშაო პროცესი გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოში სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, დღეს რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმას ეხება.
პროცესში პარტიებიდან მონაწილეობას იღებენ "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ნაციონალური მოძრაობა" და პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლები.
დღევანდელ შეხვედრებზე არ გამოჩენილან "გირჩის" და პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენლები, რომლებიც საპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წინა შეხვედრებს ესწრებოდნენ.
ამავე პროცესის ფარგლებში დღეს უკვე გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე, დღევე დაგეგმილია ანტიკორუფციულ საკითხზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაც.