ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ალტერნატიულ პროცესზე - სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს

ძალიან მარტივად ჩანს, მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ საქართველომ არ მიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ერთადერთი ამოცანა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ალტერნატიულ სამუშაო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციის მიერ წამოწყებული პროცესი გარდა იმისა, რომ ღიმილისმომგვრელია, კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ არის მიმართული.

„სწორედ ამის გამო ისინი აანონსებენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც არის მიმართული პირველი პუნქტის დარღვევისკენ, ანუ პოლარიზაციისკენ და ასევე ისინი არ არიან ჩართული დანარჩენი 11 პუნქტის შესრულებაში. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამიტომ შექმნეს რაღაც ერთგვარი ტექნიკური პარლამენტი, ტექნიკური კომიტეტები, ტექნიკური სამუშაო ჯგუფები. ეს გარდა იმისა, რომ ღიმილის მომგვრელია, არის კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები. ძალიან მარტივად არის აქ საქმე, ისინი აჩვენებენ, რომ ყველანაირად საბოტაჟისკენ არიან მომართული. მათ ყველანაირად პოლარიზაციისკენ მიჰყავთ პროცესი, თუმცა ამას ვერ შეძლებენ.

სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს, არის პარლამენტი, პარლამენტში არის შექმნილი სამუშაო ჯგუფები, ასეთ დროს როცა ქმნი ერთგვარ ტექნიკურ პარლამენტს, ეს არის ღიმილის მომგვრელიც და ეს პირაპირ აჩვენებს იმას, რომ მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, განახორციელონ საბოტაჟი იმისათვის, რომ როგორმე საქართველომ არც შემდეგ ჯერზე მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ერთადერთი მზიანი, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ ჩვენი დღის წესრიგის შესაბამისად. „ნაცმოძრაობა“ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ აბსოლუტურად ერთია ერთიანად ახორციელებენ იმ პროცესის საბოტაჟს, რომელთანაც არის დაკავშირებული საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს