არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, საქართველოში პოლიტიკური მტრობის დაძლევის საკითხზე, პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის შეხვედრა იმართება

„აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, საქართველოში პოლიტიკური მტრობის დაძლევის საკითხზე, პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის დიალოგის შეხვედრა იმართება.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნულ შეხვედრაზე ევროკავშირის 12- პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია დღეს, სადაც ჩვენ საჯაროდ ვიმსჯელებთ სწორედ იმ 12 პუნქტზე. იცით, რომ სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გუშინ გვქონდა. ძალიან კარგი, ინტენსიური სამუშაო რეჟიმი დავიწყეთ. დღეს ეს ფორუმია, ხვალ "ღია საზოგადოება" აკეთებს ფორუმს, სადაც "ქართული ოცნებაც" მოწვეულია, მაგრამ ისინი ამ ქვეყანაში ყველაფერს ბოიკოტს უცხადებენ ბიძინა ივანიშვილის გარდა და შესაბამისად, თუ არ აქვთ მათ დავალება სუპერ გმირისგან არ მოვლენ არც დღევანდელ ფორუმზე. ჩვენი ამოცანაა როგორც საექსპერტო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან, ხალხთან, უცხოელ დიპლომატებთან, ყველასთან ვიმსჯელოთ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. "სტრატეგია აღმაშენებელი" მიიღებს მონაწილეობას დღევანდელ ფორუმშიც, ხვალინდელშიც, ვაგრძელებთ სამუშაო შეხვედრებს და ვფიქრობ, რომ კვირის ბოლო გვექნება უკვე პირველადი დოკუმენტებიც კი, რაზეც დაბაზირდება საკანონმდებლო აქტები, რომელსაც დავაინიცირებთ პარლამენტში", - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა