სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორის მოადგილე პროკურატურაში გასაუბრებაზე მივიდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი ადვოკატთან ერთად, პროკურატურაში მივიდა.

გიორგი ონიანის განცხადებით, ის პროკურატურაში გასაუბრებაზე დაიბარეს და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, პროკურატურა დაიწყებს თუ არა გამოძიებას სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის დოკუმენტებზე დაყრდნობით "ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებულ მეთოდებთან" დაკავშირებით.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორის მოადგილის განცხადებით, ფაქტებიდან გამომდინარე, პროკურატურას გამოძიების დაწყება მოუწევს.

"პროკურატურიდან წინა კვირის ბოლოს დამირეკეს, გასაუბრებაზე მისვლა მთხოვეს, რაც ნიშნავს, რომ ჯერ გამოძიება არ არის დაწყებული და რომ დავაზუსტებინე, გასაუბრების შემდეგ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებასო. მე მაქვს მოლოდინი, რომ ამ ფაქტებს ვერ აუვლიან გვერდს და გამოძიების დაწყება მოუწევთ. მინდა, რომ ძალიან ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი, იმიტომ, რომ მართლა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო, რაც ჩვენ მივაწოდეთ. ყველა ინფორმაციას, რაც ჩვენს ხელთ არის გავაცნობთ, ვეტყვით, მოვუყვებით, ყველანაირ თანამშრომლობაზე მზად ვიქნებით, მთავარია, რომ მათ შედეგი დადონ," - განაცხადა გიორგი ონიანმა.

შეგახსენებთ, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლებმა, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული „ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდების შესახებ" კვლევის შედეგები 21 ივლისს გაავრცელეს.

არასამთავრობოების ინფორმაციით, კვლევის საფუძველზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა გამოიკვეთა, რომლითაც მაღალი ალბათობით, სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება დასტურდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ უწყებების მეშვეობით სავარაუდოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ, მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით, პერსონალური ინფორმაცია გროვდებოდა.

არასამთავრობოებმა დოკუმენტაცია გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურაში წარადგინეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო