შალვა პაპუაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით 2 არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაზე - გამოძიების პრეროგატივაა რა ინფორმაცია ვისგან სჭირდება, გამოძიების მიმართ სრული ნდობა გვაქვს - ამ მასალებში ახალი არაფერი იყო

გამოძიების პრეროგატივაა რა ინფორმაცია ვისგან სჭირდება. გამოძიების მიმართ სრული ნდობა გვაქვს - ამ მასალებში ახალი არაფერი იყო, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტის კითხვას, რამდენად ასახავს რეალობას არასამთავროების კვლევა, რომელიც სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, ამასთან, მივლენ თუ არა გამოკითხვაზე ხელისუფლების წარმომადგენლები თუ პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს.

როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაც იყო მსგავს მასალებზე საუბარი თუმცა, მაშინაც ვერ დადგინდა კავშირი რეალობასთან.

“იმ საკითხს, რასაც ეხებით, იცით, რომ ამ დროს მე არ ვიყავი პოლიტიკაში. იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების პრეროგატივაა რა ინფორმაცია ვისგან როდის სჭირდება. ამიტომ გამოძიების მიმართ სრული ნდობა გვაქვს და შევხედოთ გამოძიების შედეგებს. ამ მასალებში ახალი არაფერი იყო. მე მახსოვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაც იყო იგივე მასალებზე საუბარი, მაშინაც კავშირი ვერ დადგინდა რეალობასთან. თითქოს დაანონსდა, რომ რაღაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვნახეთ, იგივე მასალები, რაც 1 წლის წინ იყო გასაჯაროებული“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლებმა, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული „ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდების შესახებ" კვლევის შედეგები 21 ივლისს გაავრცელეს.

არასამთავრობოების ინფორმაციით, კვლევის საფუძველზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა გამოიკვეთა, რომლითაც მაღალი ალბათობით, სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება დასტურდება. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ უწყებების მეშვეობით სავარაუდოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ, მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით, პერსონალური ინფორმაცია გროვდებოდა.

არასამთავრობოებმა დოკუმენტაცია გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურაში წარადგინეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა