შალვა პაპუაშვილი არახამიას განცხადებაზე - საქართველოს და უკრაინას შორის უთანხმოება ვისაც აწყობს, ერთადერთი არის რუსეთი და ამ უთანხმოების ნებისმიერი ინიციატორი  რუსულ საქმეს აკეთებს

უთანხმოება საქართველოს და უკრაინას შორის ვისაც აწყობს, ერთადერთი არის რუსეთი და ამ უთანხმოების ნებისმიერი ინიციატორი რუსულ საქმეს აკეთებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, „ბიძინა ივანიშვილი კეთილად თუ არ წავა, აივსება მოთმინების ფიალა, ხალხი მას მაინც გააგდებს“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ვნახეთ ბევრი შემთხვევა, როდესაც მოდიოდა დეზინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით.

„მე აქ გავიმეორებ ამერიკის ელჩის შეფასებას, რომ „ნებისმიერი უთანხმოება საქართველოსა და უკრაინას შორის, აწყობს მხოლოდ რუსეთს“. აქედან გამოვიტანოთ დასკვნები, ვინ არის ამ უთანხმოების ინსპირატორი, ვის საქმეს აკეთებს ესა თუ ის ადამიანი. აქ ზედმეტად შეყოლას აზრი არ აქვს. ჩვენ, სამწუხაროდ, ვნახეთ ბევრი შემთხვევა, როდესაც მოდიოდა დეზინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ვიცით პირდაპირი კავშირები რაც არსებობს საქართველოს შიგნით რადიკალურ ოპოზიციასთან. სამწუხარო მდგომარეობაა, რომელიც ახლა არის. უთანხმოება საქართველოს და უკრაინას შორის ვისაც აწყობს, ერთადერთი არის რუსეთი და ნებისმიერი ინიციატორი ამ უთანხმოების, აკეთებს რუსულ საქმეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს