საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ბულგარეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ბულგარელ დიპლომატს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ელჩს ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, ასევე არსებული გამოწვევების ფონზე, პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხსა და ნატოს მადრიდის სამიტზე მოკავშირეების მიერ „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტის“ მიღებაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ (SNGP) განხორციელებაში ბულგარეთის წვლილი. მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სამხედრო წვრთნებისა და განათლების თემებიც განიხილეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო