გიორგი ვაშაძე - ამ ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდება მაშინ, როცა ის კაცი, რომელიც მთიდან გვიყურებს, ჩვენი ბედით თამაშს თავს დაანებებს

ამ ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდება მაშინ, როცა ის კაცი, რომელიც მთიდან გვიყურებს, ჩვენი ბედით თამაშს თავს დაანებებს, - ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, პოლარიზაციაზე ხელს ოლიგარქიული რეჟიმი ითბობს.

,,ამ ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდება მაშინ, როცა ის კაცი, რომელიც მთიდან გვიყურებს, ჩვენი ბედით თამაშს თავს დაანებებს. ჩვენ, ამ ქვეყანაში გასაყოფი არაფერი არა გვაქვს. როგორც კი, ქვეყანა საქმის საკეთებლად მოიქოქება და საქმე საქმეზე მიდგება, არც დაპირისპირებისა და არც პოლარიზაციის დრო არ გვექნება. დღეს, პოლარიზაციაზე ხელს ოლიგარქიული რეჟიმი ითბობს, რომელიც მიზანმიმართულად ცრუ დილემებს გვიყენებს და ამ ცრუ დილემებზე ჩვენი ყურადღება გადააქვს.

ჩვენ ვერთვებით ყველგან, სადაც არის კანონით გაწერილი პროცედურა, რომ აი, ასე ვთანხმდებით, ასე ვიღებთ გადაწყვეტილებას. იქ, სადაც ამის პროცედურა არ არსებობს, ის არის წყლის ნაყვა და ფიზიკურად დრო არ გვაქვს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს