ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებს - მე თქვენ კითხვის ფორმით გეტყვით, რომ ყოველ ღამით შემჩნეული ხართ, სახლის სახურავზე საცვლებით მოძრაობთ - როცა შეურაცხყოფას ბოლოში კითხვის ნიშანი აქვს, ეს კითხვა არ არის

მე თქვენ კითხვის ფორმით გეტყვით, რომ ყოველ ღამით შემჩნეული ხართ, რომ სახლის სახურავზე საცვლებით მოძრაობთ... როცა შეურაცხყოფას ბოლოში კითხვის ნიშანი აქვს, ეს კითხვა არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განუცხადა.

აქვე ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ თუკი მას და მისი ოჯახის რომელიმე წევრს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს ყოველგვარ წითელ ხაზს მიღმაა და ამაზე პასუხი იქნება.

"ის, რაც გუშინ მოხდა და რაც კონკრეტული პარტიული ტელევიზიის წარმომადგენელმა იკადრა, მიჭირს თქმა, რომ ეს მოქმედება ჟურნალისტმა განახორციელა. ეს იყო ყველაზე რადიკალური პარტაქტივის წარმომადგენელი, რომლის ქმედებას ჟურნალისტიკასთან და ეთიკასთან საერთო არ ჰქონდა.

არაფერი ღირს იმად, რომ ადამიანმა სახე და ღირსება დაკარგო.

როდესაც პოლიტიკოსებს მიგვითითებთ, რომ თმენის ვალდებულება გვჭირდება, დიახ, ეს ასეა, მაგრამ თქვენ თქვენი წილი პასუხისმგებლობა სად წაიღეთ?!

ირაკლი კობახიძე არის ღირსეული ქართველი, ღირსეული პოლიტიკოსი, ჩემი და ჩემი თითოეული კოლეგის მეგობარი და გვერდში მდგომი ადამიანი", - განუცხადა ჟურნალისტებს ღუდუშაურმა.

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. კობახიძის გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადების კონტექსტში დასმულ შემდეგ კითხვას მოჰყვა: „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“.

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ... გულისამრევია“, - მიმართა კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა