ხათუნა სამნიძე - დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიის თავმჯდომარეს ასეთი რეაქცია რომ ჰქონოდა ჟურნალისტის ნებისმიერი შინაარსის შეკითხვაზე, ბოდიშს მოიხდიდა და გადადგებოდა

ნებისმიერ ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში რომელიმე პარტიის თავმჯდომარეს რომ ასეთი რეაქცია ჰქონოდა ჟურნალისტის ნებისმიერი შინაარსის შეკითხვაზე, აუცილებლად ბოდიშს მოიხდიდა და გადადგებოდა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ხათუნა სამნიძის შეფასებით, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს აფექტის მდგომარეობაში არ დაპირისპირებია, არამედ ეს იყო დაგეგმილი და გააზრებული მოქმედება.

„ნებისმიერ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში აფექტის მდგომარეობაში რომელიმე პარტიის თავმჯდომარეს რომ ასეთი რეაქცია ჰქონოდა ჟურნალისტის ნებისმიერი შინაარსის შეკითხვაზე, აუცილებლად ბოდიშს მოიხდიდა და გადადგებოდა. ამის ნაცვლად დღეს ჩვენ ვხედავთ უკვე ნაფიქრ განცხადებას, რომელიც ადასტურებს, რომ არავითარ აფექტის მდგომარეობაში არ იყო. ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა ჟურნალისტზე, გააზრებული წინასწარ დაგეგმილი. ნახა თუ არა საბაბი, ის დაესხა თავს ჟურნალისტს. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. ის არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ის წარმოადგენს ძალაუფლებას, უმრავლესობა აქვს პარტიას, რომლის თავმჯდომარეც არის ბატონი კობახიძე, ფორმალურად, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა და ის ამით პირდაპირ ახალისებს თავდასხმას, ძალადობას და ამბობს, რომ ამ ქვეყანაში განსხვავებულ აზრზე ყოველთვის იქნება თავდასხმა.

წარმოუდგენელი იყო ამის ყურება, რამდენჯერმე ვუყურე რომ დამენახა რა შეიძლება, რა კითხვა შეიძლება დაუსვას ჟურნალისტმა, რა შეიძლება მოხდეს, რომ ასეთი ტიპის რეაქცია ჰქონდეს პოლიტიკოსს, რომელსაც აქვს პოლიტიკური მომავლის იმედი, რომელიც დამყარებულია ამომრჩეველზე. მაგრამ ეს იმედი, რა თქმა უნდა, კობახიძეს არ აქვს, მისი იმედი პოლიტიკაში არის მხოლოდ ბიძიან ივანიშვილი ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით რაც შეიძლება მეტად უნდა დაძაბოს ვითარება ამ ქვეყანაში, თავს დაესხას განსხვავებულ აზრს, ყველა ჟურნალისტს, ყველა თანამდებობის პირს, ის თავს დაესხა პრეზიდენტსაც მათ შორის იმიტომ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგია, სიძულვილის ენა, თავდასხმა, ზიზღი, დაპირისპირება და პოლარიზაცია, ამით ცოცხლობს „ქართული ოცნება“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა