სერგო ჩიხლაძე - ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ჭორიკანობა გამოქვეყნდა - ყველა დანარჩენი წერილიც მისი დაწერილი იყო

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული განცხადება „მზაკვრული გეგმის“ ნაწილია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიზანი არის საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადასმა.

ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ჭორიკანობა გამოქვეყნდა. ყველა დანარჩენი წერილიც მისი დაწერილი იყო, ახლა უკვე საკუთარი სახელით გამოაქვეყნა მან ეს წერილი. აქაც იგივე ხაზი გრძელდება, ახალი არაფერი გვინახავს. ეს არის ის, რომ ვიღაცას „ომი უნდა და ჩვენ მშვიდობას უზრუნველვყოფთ“, რომ ვიღაც ბიძინა ივანიშვილის თანხებს ბლოკავს. რაც ყველაზე მეტად აწუხებს, ისევ იმაზე გაუსვა ხაზი და ელჩთან შეხვედრაზე. ჩვენ ვთქვით კიდეც, წინა წერილები იყო სამზადისი, რომ ბიძინა გამოჩენილიყო, რაღაც დაედასტურებინა ან არ დაედასტურებინა. რა თქმა უნდა, ამას გაგრძელებაც ექნება, ოღონდ გეგმა არის საკმაოდ მზაკვრული. ეს გეგმა არის ისევ და ისევ ანტიდასავლური ხაზის გაძლიერება, რაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა- „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია. ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მიზანი არის საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადასმა, ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია უახლოეს თვეებში, ჩვენ ვნახავთ კიდევ უფრო მძიმე ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ და ანტიევროპულ განცხადებებს „ქართული ოცნების“ მხრიდან“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

ამასთან, საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. გარდა ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა“.

ივანიშვილი განცხადებაში, როგორც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ისე უშუალოდ მასსა და შვეიცარიულ ბანკს შორის მიმდინარე დავასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ „არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გეგმავდა შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო