გიორგი ვაშაძე ოპოზიციის სამუშაო ჯგუფებზე - ზეინკლუზიური, ყოვლისმომცველი კვირა გამოვიდა - ჩვენ უნდა დავწეროთ კანონები

ქართულ ოცნებას“ ეს ყველაფერი უნდა, რომ მონათლოს ალტერნატიულ პროცესად, თუმცა ეს არის სამუშაო პროცესი - ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს და საერთოდ ყველაფერს საკუთარი თავის გარდა, ბოიკოტს უცხადებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტები მიღებული უნდა იყოს იმ შინაარსით, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოუტანს.

„მე ვიტყოდი ზეინკლუზიური და ფართო მასშტაბიანი, ძალიან ყოვლისმომცველი კვირა გამოვიდა და გამოდის, იმიტომ, რომ ჩვენ მართლა გვაქვს დასადები კონკრეტული კანონპროექტები, რომელიც შეესაბამება 12 პუნქტს.

„ქართულ ოცნებას“ ეს ყველაფერი უნდა, რომ მონათლოს ალტერნატიულ პროცესად, ეს არის სამუშაო პროცესი. საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ეს კანონები უნდა დავდოთ, მათ შორის ჩვენ ევროპელ კოლეგებთან უნდა გავიაროთ ეს კანონები, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებთან უნდა გავიაროთ და დოკუმენტები უნდა მივიღოთ იმ შინაარსით, რომელიც ჩვენ მოგვიტანს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

12 პუნქტი ოპოზიციისთვის, ხელისუფლებისთვის, არასამთავრობოებისთვის, ქართველი ხალხისთვის, ყველასთვის არის საერთო. შესაბამისად, გულწრფელად ვფიქრობ, რომ უნდა დავწეროთ კანონები და აი, ამ სამუშაო პროცესს უკავშირდება ეს ფართომასშტაბიანი შეხვედრები“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო