ეკა გიგაური - ომთან დაკავშირებით საუბარი ემსახურება ხალხის დაშინებას და ფოკუსის გადატანას

ომთან დაკავშირებით საუბარი ემსახურება ხალხის დაშინებას და ფოკუსის გადატანას - როდესაც მმართველ გუნდს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან გაფუჭებული ურთიერთობა გაქვს, როგორ აპირებ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას? - ასე აფასებს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაური „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილს.

როგორც გიგაური განმარტავს, საზოგადოება ევროკავშირის სტატუსის მიღებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული.

„ომთან დაკავშირებით საუბარი ემსახურება ხალხის დაშინებას და ფოკუსის გადატანას. „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარე დისკუსიის მიზანია, ერთი მხრივ ფოკუსის გადატანა მნიშვნელოვანი საკითხიდან უმნიშვნელო საკითხზე, მეორე მხრივ კი დასავლელ პარტნიორებთან - ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაფუჭება. რაც არ უნდა თქვან, რომ ამას არ აკეთებენ, ისინი ამას აკეთებენ. ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში.

როდესაც მმართველ გუნდს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან გაფუჭებული ურთიერთობა გაქვს, როგორ აპირებ ევროკავშირის სტატუსის მიღებას მაშინ, როდესაც არც რეფორმების გატარებას აპირებ. ეს არის რასაც აკეთებენ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. შედეგი ძალიან ცუდი იქნება. მთავარია, საზოგადოება ამ ყველაფერს არ ავყვეთ. ფოკუსირებულები ვიყოთ ევროკავშირის სტატუსზე“,- აღნიშნავს ეკა გიგაური.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

ამასთან, საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. გარდა ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა“. ივანიშვილი განცხადებაში, როგორც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ისე უშუალოდ მასსა და შვეიცარიულ ბანკს შორის მიმდინარე დავასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ „არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გეგმავდა შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს