ძალიან სამწუხარო იქნება, რომ მათი [მმართველი გუნდის] არაკონსტრუქციული და ისეთი ქმედებები, რაც არ არის მიმართული ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საბოლოოდ მოგვიტანს იმას, რომ ისტორიულ შანსს დავკარგავთ-იქნებ გონს მოეგონ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა ოპოზიციის ნაწილისა და არასამთავრობოების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაზე იმსჯელებენ.
როგორც გიგაური განმარტავს, ამ ეტაპზე, “ქართული ოცნების“ მხრიდან არ ჩანს პოლიტიკური ნება, რომ ზუსტად ის ნაბიჯები გადაიდგას, რასაც ევროკავშირი გვთხოვს.
„სამწუხაროა, რომ არ მოვიდა მმართველი პარტია. ჩვენ ვხედავთ, რამდენად არაკონსტრუქციულები არიან ისინი. ფაქტობრივად, ამ ეტაპზე, მათი მხრიდან არ ჩანს პოლიტიკური ნება, რომ ზუსტად ის ნაბიჯები გადაიდგას, რასაც ევროკავშირი გვთხოვს. ეს ძალიან ცუდია.
ძალიან ცუდი მოლოდინები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რას დადებენ ისინი წლის ბოლოსთვის. ძალიან სამწუხარო იქნება, რომ მათი [მმართველი გუნდის] არაკონსტრუქციული და ისეთი ქმედებები, რაც არ არის მიმართული ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საბოლოოდ მოგვიტანს იმას, რომ ისტორიულ შანსს დავკარგავთ. კიდევ ერთხელ, იქნებ გონს მოეგონ. მთელი დისკუსია გადავიდეს მოთხოვნების შესრულებაზე, რაც ევროკავშირმა დაგვიყენა“,- აღნიშნავს გიგაური.