არჩილ თალაკვაძე - წერილი მიუთითებს, თავის ქვეყნის როგორი პატრიოტია ბატონი ბიძინა ივანიშვილი - ის პირდაპირ ამბობს სიმართლეს

წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად გულწრფელი დამოკიდებულება აქვს და თავის ქვეყნის როგორი პატრიოტია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის ძალიან გამჭვირვალედ და პირდაპირ ამბობს სიმართლეს, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას.

როგორც არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, წერილში ორი მნიშვნელოვანი მომენტია: პირველი, ეს არის პასუხები იმ კითხვებზე „ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელიც ბოლო პერიოდში არაერთხელ დაისვა“.

„ეს წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად გულწრფელი დამოკიდებულება აქვს და როგორი პატრიოტია თავის ქვეყნის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის ძალიან გამჭვირვალედ და პირდაპირ ამბობს სიმართლეს - ეს ყოველთვის იყო მისი ხელწერა, როდესაც პოლიტიკაში გახლდათ და ახლაც, როდესაც პოლიტიკიდან გასულია, მისი ხელწერა არის იგივე. ის თავის საზოგადოებას სიმართლეს ეუბნება. დღეს, თუნდაც უბრალო და პატარა სიმართლეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ საზოგადოება არის ახლა ინფორმირებული, დღეს უკეთ ერკვევა პოლიტიკაში, ხედავს, თუ რა არის მშვიდობის ფასი, ხედავს, რა არის დემოკრატიული ინსტიტუტების ფასი და ხედავს, თუ რას ნიშნავს, როდესაც კერპთაყვანისმცემლობით კი არ იმართება ქვეყანა, არამედ იმართება ისე, როგორი კონცეფციაც დაამკვიდრა „ქართულმა ოცნებამ...

მე რომ მკითხოთ და მოქალაქეებსაც ჰკითხეთ, სინამდვილეში ამ წერილმა დაადასტურა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად დისტანცირებულია პოლიტიკიდან, იმიტომ, რომ ის ამ წერილში პირდაპირ ამბობს, რა არის მისი დამოკიდებულება და პირდაპირ პასუხობს კითხვებს", - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

ამასთან, საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. გარდა ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა“.

ივანიშვილი განცხადებაში, როგორც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ისე უშუალოდ მასსა და შვეიცარიულ ბანკს შორის მიმდინარე დავასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ „არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გეგმავდა შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა