გიორგი ვაშაძე - ეს წერილი დასტურია იმის, რომ ვიდრე ივანიშვილს მიტაცებულ ძალაუფლებას არ წავართმევთ და ხალხს არ დავუბრუნებთ, წინ ვერ წავალთ

ეს წერილი დასტურია იმის, რომ ვიდრე ბიძინა ივანიშვილს მიტაცებულ ძალაუფლებას არ წავართმევთ და ხალხს არ დავუბრუნებთ, ჩვენ წინ ვერ წავალთ, რადგან სწორედ მისი ფინანსური ინტერესების მსხვერპლი არის დღეს საქართველო და ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, - ამის შესახებ "სტრატეგი აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის წერილის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გავრცელებული წერილით თავიდან ბოლომდე გაიშიშვლა თავი.

"ბიძინა ივანიშვილის წერილი დასტურია, რომ დღეს ნამდვილად არის ოლიგარქიული მმართველობა და დღეს, სწორედ ბიძინა ივანიშვილი საზღვრავს ყველაფერს. ეს წერილი დასტურია, რომ ის "ტრიო" არის მისი მეორე პროექტი, რომლითაც საქართველოს ბედს ეთამაშება. ეს წერილი დასტურია, რომ დასავლეთზე, ევროპაზე, ამერიკაზე, ამერიკის და ევროკავშირის ელჩზე შეტევის მთავარი ავტორი არის ბიძინა ივანიშვილი. ეს წერილი დასტურია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენ ვერ მივიღეთ სწორედ მის გამო. ეს წერილი დასტურია იმის, რომ ის კანონები, რომლებმაც დაგვაშორა ევროპას, მათ შორის, გვარამიას დაკავებაც სწორედ მისი დაგეგმილია. ეს წერილი დასტურია იმის, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილს მიტაცებულ ძალაუფლებას არ წავართმევთ და ხალხს არ დავუბრუნებთ, ჩვენ წინ ვერ წავალთ, რადგან სწორედ მისი ფინანსური ინტერესების მსხვერპლი არის დღეს საქართველო და ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არსად არ წასულა და შესაბამისად, მთავარი რამ უნდა ვიცოდეთ, რაც ჩამოვთვალე თუ ამ დასკვნას ჩვენ არ გავაკეთებთ ამ წერილიდან, ჩვენ გადავიჩეხებით, ძალიან მძიმე ბედი ელის სამწუხაროდ საქართველოს მის ხელში.

სწორედ ცრუ დილემების მთავარი ავტორი არის ბატონი ივანიშვილი და ეს წერილი არის ამის დასტური, ეს ცრუ დილემა არის ომის საფრთხე თითქოს და საქართველოში. ამის ავტორიც ეს ადამიანია, ანუ თავიდან ბოლომდე გაიშიშვლა თავი ბატონმა ივანიშვილმა", - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

ამასთან, საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. გარდა ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა“.

ივანიშვილი განცხადებაში, როგორც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ისე უშუალოდ მასსა და შვეიცარიულ ბანკს შორის მიმდინარე დავასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ „არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გეგმავდა შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო