ლევან იოსელიანი - წერილიდან გავიგე ის, რაც ისედაც ვიცოდი, რომ ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, ამიტომ ის უნდა დაბრუნდეს ფორმალურადაც

წერილიდან ის გავიგე, რაც ისედაც ვიცოდი, რომ ივანიშვილი ჩართული არის პოლიტიკაში, ამიტომ ვთვლი და ვამბობ, რომ ის უნდა დაბრუნდეს ფორმალურად პოლიტიკაში, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საჯარო წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ივანიშვილი პასუხისმგებელი უნდა იყოს გადაწყვეტილებებზე, რომელიც მისი ჩართულობით მიიღება.

„{ივანიშვილი} ქალბატონ დეგნანს თუ სხვა ელჩებს უნდა შეხვდეს არა ისე, რაც მერე ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს, არამედ ცხადად, როგორც პოლიტიკური ფიგურა. ეს არის სწორი, რომ ადამიანი, რომელიც ჩართულია გადაწყვეტილებების მიღებაში, იყოს პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებებზე. ყველა გარემოება ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ის ჩართულია,“ - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია. ივანიშვილის შეფასებით, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო