სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით, „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი პროკურატურაში გასაუბრებაზე იმყოფება

„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი, ნინო დოლიძე გენერალურ პროკურატურაში გასაუბრებაზე იმყოფება. საქმე ეხება, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლების მიერ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისგან გადაცემულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებულ „ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდების შესახებ" კვლევის შედეგების გავრცელებას.

აღნიშნულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვენ.

„ეს არის დოკუმენტაცია, რომელზე დაყრდნობითაც ანგარიში გავაკეთეთ და ანგარიშის გამოცემამდე წარვადგინეთ პროკურატურაში, რადგან აქ წარმოდგენილი ინფორმაცია ჩვენი აზრით დანაშაულის ნიშნებს შეიცვას და ძალიან მნიშვნელოვანია, გამოძიება დაიწყოს. ამ განცხადებით პროკურატურას მივმართეთ, პროკურატურა დაგვიკავშირდა, გასაუბრებაზე მოვედით, რომ ვისაუბროთ ამ ანგარიშთან და ჩვენ ხელთ არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე გადავეცით და ვნახოთ, დაიწყებს, თუ არა პროკურატურა ამასთან დაკავშირებით გამოძიებას. ჩვენ ცხადია, მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული „ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდების შესახებ" კვლევის შედეგების მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა გამოიკვეთა, რომლითაც მაღალი ალბათობით, სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება დასტურდება. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ უწყებების მეშვეობით სავარაუდოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ, მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით, პერსონალური ინფორმაცია გროვდებოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს