გიორგი ვაშაძე - პირველად ვერსიაში, რაც სამოქალაქო სექტორმა შემოგვთავაზა, იყო ორმაგი 2/3- ის პრინციპი, რაც ითვალისწინებს, რომ ოპოზიციაშიც და უმრავლესობაშიც უმრავლესობამ მხარი უნდა დაუჭიროს ომბუდსმენის ახალ კანდიდატს

პირველად ვერსიაში, რაც სამოქალაქო სექტორმა შემოგვთავაზა, იყო ორმაგი 2/3- ის პრინციპი, რაც ითვალისწინებს, რომ ოპოზიციაშიც და უმრავლესობაშიც უმრავლესობამ მხარი უნდა დაუჭიროს ომბუდსმენის ახალ კანდიდატს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ომბუდსმენის მრავალპარტიული მხარდაჭერით არჩევის საკითხთან დაკავშირებით, რაც ევროკომისიის ერთ- ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, როგორი უნდა იყოს პროცედურა ჯერ ამაზე არც თავად აქვს ჩამოყალიბებულო აზრი და არც შეჯერებული პოზიცია არსებობს.

"ჩვენ გავიარეთ ეს ვარიანტიც, ის, რაც წინა შერჩევის დროს იყო, სხვა ვარიანტებიც, მე ვერ გეტყვით ჯერ ჩემს შინაგან პოზიციას, რომელს ვუჭერ მხარს. დრო ყველას გვჭირდება გააზრებისთვის. ალბათ ოთხშაბათს იქნება ომბუდსმენთან დაკავშირებით შეხვედრის მორიგი რაუნდი და იმედი მაქვს, ამ დროისთვის მეტად შევჯერდებით პოზიციაზე. დღეს იყო უბრალოდ, ყველა იდეის წარდგენა,"- განაცხადა ვაშაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა