ნიკა სიმონიშვილი - არ არის გამორიცხული, ყინული ნელ-ნელა გალღვეს და საბოლოო ჯამში შესაძლებელია, პარტიები ერთ სივრცეში ვიხილოთ

შესაძლებელია, ორივე მხარეს ჰქონდეთ კონსულტაციები ჩვენთან ცალკეც, ეს ნორმალურია, თუმცა, საბოლოოდ ერთი გადაკვეთის წერტილამდე უნდა მივიდეთ - ყინული მეტ-ნაკლებად დაძრულია და არის იმის შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ ერთად დავსხდეთ და ერთად ვისაუბროთ 12 პუნქტზე, - ამის შესახებ საია-ს ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტში, ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" და ოპოზიციის მიერ ცალ-ცალკე ინიცირებული პროცესის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ამ მხრივ შესაძლოა, ერთი კვირის წინ უფრო რთული სიტუაცია იყო, ვიდრე დღეს არის და დამოკიდებულებები ნელ-ნელა იცვლება.

"დღიდან დღემდე შეხედულებები, დამოკიდებულებები იცვლება, რაც განპირობებულია იმითაც, რომ სამოქალაქო სექტორი აქტიურად თანამშრომლობს ორივე მხარესთან, აქტიურად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ერთად უნდა დავსხდეთ და ვიმუშაოთ, ამიტომ არ არის გამორიცხული, ყინული ნელ- ნელა გალღვეს და საბოლოო ჯამში შესაძლებელია, მათ შორის კრიტიკული პოზიციებით, ერთმანეთთან შეუთანხმებლობით ვიხილოთ ეს პარტიები ერთად, ერთ სივრცეში, როცა ისინი ერთად ისაუბრებენ იმ პრობლემებზე, რაც არის არა მხოლოდ მართლმსაჯულებაში, არამედ ზოგადად 12 პუნქტთან მიმართებით.

არაერთხელ მკაცრად გავაკრიტიკეთ და მათ შორის, მოვისმინეთ ევროპარლამენტარების კრიტიკაც პარალელურ პროცესებთან დაკავშირებით, ეს კრიტიკა მიემართებოდა მათ შორის ოპოზიციასაც არა მარტო ხელისუფლებას, რომ მნიშვნელოვანია მუშაობის ერთად დაწყება", - განაცხადა სიმონიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო