გიორგი რუხაძე - ივანიშვილი რომ ამ ქვეყნის მმართველია, დეგნანმაც იცის და ჩემი 7 წლის ბავშვმაც - მან წერილით შანტაჟის დასრულების „ფასი“ გამოაცხადა, მაგრამ ეს ასე მარტივად ვერ დამთავრდება

მე მგონია, რომ შეხვედრა არაფერს ცვლის, ბიძინა ივანიშვილი რომ ამ ქვეყნის მმართველია, ეს ქალბატონმა დეგნანმაც იცის და ჩემი 7 წლის ბავშვმაც. ივანიშვილის სტილია, ჩვეულებრივი ვირეშმაკობა, ეუბნება: თავი დამანებეთ და მეც გავჩერდები, - ასე აფასებს "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი, გიორგი რუხაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ წერილს.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის სპექტაკლმა უცხოელ პარტნიორებთან მიმართებაში საქართველოს ინტერესები სერიოზულად დააზიანა და ურთიერთობა იმავე ნიშნულზე ვერანაირად მივა, „მიუხედავად იმისა, ბიძინა ივანიშვილი კარგი ბიჭი გახდა თუ არა“.

„ამ წერილით ივანიშვილმა გამოაცხადა შანტაჟის დასრულების „ფასი“, მაგრამ ეს ასე მარტივად ვერ დამთავრდება. ამ სპექტაკლმა უკვე ძალიან სერიოზულად აზარალა საქართველოს ინტერესები, იმავე ნიშნულზე ურთიერთობა ვერანაირად ვეღარ მივა, მიუხედავად იმისა, ბიძინა ივანიშვილი კარგი ბიჭი გახდა თუ არა. იმაზე, რაც „ქართულმა ოცნებამ“ და იმ სამეულმა გააკეთა პასუხს მოგვთხოვს შეერთებული შტატებიც და დასავლეთიც. ჯამური შინაარსი ამ წერილისა არის უკან დახევის ფონი, თუმცა რაღაცის ფასად“, - აღნიშნა გიორგი რუხაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება - პირველადი ჯარიმა 50 ლარი დარჩება, ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის კი თანხა გაიზრდება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო