კელი დეგნანი - მოქალაქეების  უმრავლესობამ უსაფრთხო მომავალი აირჩია და მას აფერხებენ პოლიტიკური ლიდერები - საქართველოს ლიდერებმა გვერდზე უნდა გადადონ უთანხმოება, ერთიანობა საუკეთესო გზაა წინსვლისთვის

ერთიანობა საუკეთესო გზაა წინსვლისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ლიდერებმა გვერდზე გადადონ უთანხმოება და გაერთიანდნენ საქართველოს ხალხის ევროატლანტიკური მომავლის სახელით, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში კითხვას, რამდენად სწორი არჩევანი გააკეთეს პარტიებმა, როცა კანდიდატის სტატუსის მისაღებად სხვადასხვა სავალი გზა აირჩიეს.

ელჩი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ ევროპული, უფრო დემოკრატიული, უფრო აყვავებული და უფრო უსაფრთხო მომავალი აირჩია და ამ მომავალს აფერხებენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უფრო მეტ დროს ხარჯავენ ერთმანეთზე თავდასხმაზე, ვიდრე საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობაზე.

„ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის აღსანიშნავად საქართველოს ყველა რეგიონში ვმოგზაურობ, რათა უშუალოდ შევხვდე ხალხს. რაც მესმის ადამიანებისგან, ვისაც ვხვდები, არის ის, რომ ისინი ძალიან დაიღალნენ და იმედგაცრუებულები არიან პოლარიზაციის გამო. საქართველოს მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ აირჩია ევროპული მომავალი, უფრო დემოკრატიული, უფრო აყვავებული, უფრო უსაფრთხო მომავალი. ამ მომავალს აფერხებენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უფრო მეტ დროს ხარჯავენ ერთმანეთზე თავდასხმაზე, ვიდრე საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობაზე, როგორიცაა, მაგალითად, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, გაზრდილი ფასები და განათლება. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა საქართველოს გზა ევროკავშირისაკენ და ქვეყნის საუკეთესო ინტერესები მათ პარტიულ უთანხმოებაზე წინ უნდა დააყენონ.

ერთიანობა საუკეთესო გზაა წინსვლისთვის. როგორც არაერთხელ ვთქვით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ლიდერებმა გვერდზე გადადონ უთანხმოება და გაერთიანდნენ საქართველოს ხალხის ევროატლანტიკური მომავლის სახელით. იმედი მაქვს, რომ გამჭვირვალე, ინკლუზიური პროცესების მეშვეობით, სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების ჩართულობით, მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები შეიმუშავებენ კონკრეტულ, პრაქტიკულ წინადადებებს, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის რეკომენდაციებს. საბოლოო ჯამში, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე იქნება დამოკიდებული, რომ შეთანხმდნენ იმ საკითხებზე, რაც საუკეთესო იქნება ამ მიზნის მისაღწევად. რეალური წარმატება, რომელიც გამოხატავს ერთგულებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წარმართული პროცესისადმი, მოიცავს დისკუსიებსა და კომპრომისებს ყველა დაინტერესებული მხარის მხრიდან. დემოკრატია არის კომპრომისი და კონსენსუსის მიღწევა, რათა ყველამ შეძლოს საბოლოო შედეგის მხარდაჭერა. კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, პირიქით, დემოკრატიები, რომლებმაც შეძლეს ერთად მუშაობა, ყველაზე ძლიერი აღმოჩნდნენ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა