გიორგი ვაშაძე - ივანიშვილი ხალხს აშანტაჟებს - ჯერ ეჭვის სახით რაღაცას ჩამოკიდებს, შემდეგ ამისთვის გამოყოფილი დეპუტატები აგრძელებენ: აჰა, ესე იგი ომზე იქნებოდა ლაპარაკი - ეს ის აბსურდია, რაზეც უნდათ, რომ ყველა გვალაპარაკონ

ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს აშანტაჟებს - ის ჯერ ეჭვის სახით რაღაცას ჩამოკიდებს, შემდეგ ამისთვის გამოყოფილი დეპუტატები აგრძელებენ: აჰა, ესე იგი ომზე იქნებოდა ლაპარაკი - ეს არის ის აბსურდი, რაზეც უნდათ, რომ ჩვენ ყველა გვალაპარაკონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მისთვის აშშ-ს ელჩის განცხადება აბსოლუტურად დამაჯერებელია და "ათასი პროცენტით დარწმუნებულია, რომ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს ქვეყანაში მშვიდობა და საქართველოს სტაბილური განვითარება უნდათ".

"ეს არის აშშ-ს და ევროკავშირის პირდაპირ სტრატეგიულ ინტერესში. ერთადერთი ქვეყანა, ვისაც საქართველოში არეულობა უნდა, რუსეთია. სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება" და მთელი მათი გარემოცვა რუსეთის სასარგებლო ანტიქართულ ნაბიჯებს დგამს.

ამოცანაა, საქართველო დასავლურ განვითარებას დაშორდეს და საზოგადოებაში საეჭვო საკითხების სატყუარა ჩამოკიდოს, რისთვისაც დეპუტატები გამოყო, ქვეყნის მართვა ჭორებითა და ეჭვებით გაგრძელდეს და საზოგადოების ფსიქიკის აშლილობა და დეზორიენტირება მოახდინოს - ხალხს ტყუილისა და მართლის ერთმანეთისგან გარჩევა გაუჭირდეს. თუ ცივი გონებითა და საღი აზრით განვსჯით, დღეს საქართველოში მშვიდობა და განვითარება უნდა აშშ-სა და ევროპას, არეულობა სჭირდება რუსეთს. არეულობა უნდა იმისთვის, რომ არ მოხდეს რუსეთის ერთადერთი ალტერნატიული გზის - აბრეშუმის გზის ამოქმედება", - განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს